“წავიდა”, “არ წასულა”, “წავიდა” – რა ხდება თბილისის მერიაში?

1 week ago 6

თბილისის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა მარიამ კვერნაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ კვერნაძე სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისთვის მარიამ კვერნაძის მიერ, თანამდებობის დატოვებაზე, რამდენიმე საათის წინ, ინფორმაცია ირაკლი აბესაძემ გაავრცელა და წერდა: “თბილისის ქონების მართვის სააგენტოს 2 კვირის უკან (27 ნოემბერს) დანიშნული უფროსი თანამდებობიდან წავიდა.”

სულ რაღაც 2–3 საათის წინ, თბილისი მერია, ამტკიცებდა, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

„არ ვადასტურებთ გავრცელებულ ინფორმაციას. ყველა სამთავრობო ცვლილებაზე მერი თავად აკეთებს განცხადებას. თუ რამე ცვლილება გვექნება, აუცილებლად გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის“, – განაცხადეს მერიაში.

თუმცა, ტრადიციულად, კალაძეს განცხადების გაკეთება საკადრო ცვლილებებზე, ირაკლი აბესაძემ დაასწრო. უცნობია, მართლა არ იცოდა მერიამ ჩინოვნიკის თანადებობიდან გადადგომაზე, თუ იცრუა.

მარიამ კვერნაძე წერს:

„მეგობრებო, სამწუხაროდ, მომიწია თანამდებობის დატოვება პირადი მიზეზით, რომელიც გამომდინარეობს ჩემივე ოჯახური მდგომარეობიდან და რომელიც არ იყო ცნობილი მაშინ, როდესაც ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ვინიშნებოდი. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ამ გადაწყვეტილებას არანაირი კავშირი არ აქვს არც მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან და არც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების რაიმე გადაწყვეტილებასთან ან მითითებასთან.

მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მერს გამოცხადებული ნდობისთვის და წლების განმავლობაში ნაყოფიერი საქმიანობისთვის. უზომოდ მადლიერი ვარ ჩემი თითოეული თანამშრომლის და წარმატებებს ვუსურვებ მათ. გთხოვთ, ნუ მოახდენთ ჩემი პირადი გადაწყვეტილების პოლიტიზირებას და ნუ გამოიყენებთ პოლიტიკური მიზნებისთვის.”

ირაკლი აბესაძე, წერს:

როგორც ამბობენ, კალაძე უკმაყოფილოა მერიის თანამშრომლების აქტიურობით ე.წ. ხელისუფლების უკანონო ქმედებების წინააღდმეგ და მათ შორის, ამ სააგენტოში წმენდა მოითხოვა.

▪️ თბილისის მერიის სისტემაში 30 ათასამდე თანამშრომელია, მათგან მნიშვნელოვანი ნაწილი ისეთ ფუნქციებს ასრულებს, ვისი გაშვებაც უბრალოდ პარალიზებას გამოიწვევს ქალაქის. დანარჩენი ე.წ. პარტიულ/ნეპოტისტური ბალასტი არც საქმეს აკეთებს და არც ხმის ამომღებია. ამიტომ მეტი სოლიდარობა ერთმანეთში, ვინც რეალურად მუშაობთ და კალაძე იძულებული იქნება თქვენი ხმა მოისმინოს, სხვა შემთხვევაში ასე ძალადობრივად ეცდება სისტემის გაწმენდას არაპარტიულად მორჩილი ხალხისგან.

სრულად წაკითხვა