სოციალურ ქსელში ინგა გელაშვილი ემოციურ წერილს აქვეყნებს:
,,მე და ნინი დედაჩემისთვის წამლების საყიდლად აფთიაქში შევედით.
სასიამოვნოდ გამოწკეპილი ქალბატონი დადგა ჩემ უკან.
ჩემ წინ მდგომმა
წამლები რომ აიღო და ფულს იხდიდა, ამ
ქალბატონმა მომიბოდიშა და მთხოვა, უბრალოდ ვიკითხავ, რიგში ტყუილად რომ არ ვიდგეო.
მიბრძანდით მეთქი, რიგი დავუთმე
მწვანე ვალერიანი რა ღირსო იკითხა, ჯიბიდან მუჭით ხურდები ამოიღო, დათვალა და 90 თეთრი მაქვს და მეყოფაო? არაო, უპასუხა ფარმაცევტმა.
ნახევარი რომ ვიყიდო, თუა შესაძლებელი, პენსია ორ თუ სამ დღეშია, ესღა შემომრჩა და რამდენიმე აბი მაინც არ მომივაო?
მე და ნინიმ ერთდროულად გავუწოდეთ ფარმაცევტს ბარათი, მიეცით წამალი და თუ კიდევ გინდათ რამე ისიც აიღეთო, შევთავაზეთ ქალბატონს
გადაირია. რას ამბობთ, მერე შემოვივლო, რაც მაქვს ის ფული მაინც აიღეთო, როგორ მრცხვენიაო, ცრემლებით აევსო თვალები და აუცახცახდა ტუჩები
მრცხვენია, მაგრამ მინდოდა მალე დამთავრებულიყო ეს დიალოგი. იმდენად უსუსურად ვიგრძენი თავი იმ ერთი ციცქნა
პრივილეგიის გამო მე ან თუნდაც დედაჩემს რომ ჰქონდა მასთან შედარებით და იმ მდგომარეობის გამოც, იმ ლამაზი და კოპწია ქალბატონს თვალები ცრემლებით რომ აუვსო.
წავიდა, კარებთან არმისული მობრუნდა და მალე ჩემი დაბადების დღეა და მაშინ ამ წამალს ამ დღის საჩუქრად მივიღებო, ძლივს ამოთქვა
წამალი 2 ლარამდე ღირდა.
ღირსებით სავსე ქვეყანა?!“