WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

11

პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია:

,,ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, შიზოიდი მიშა და მისი სექტა, მორიდებით საუბრობდნენ 7 ნოემბერზე, იმედის მხეცურ დარბევაზე, სანდრო გირგვლიანის თემაზე და აჩვენებდნენ ხალხს, ვითომ ნანობდნენ. ნუ ესეთი იყო კოჰაბიტაციის დამკვეთების დავალება და ითამაშეს სინანულში მყოფის როლი.
ეხლა ხომ ყველასთვის ნათელია, რომ არც ხალხის ხოცვას, არც წამებას, არც თავისუფალი მედიის დარბევასა და ტერორს, ნანობენ კი არა, გიჟი გამოდის და უარესი უნდა გვექნაო იძახის დუჟმორეული.
კიდევ ხაზს ვუსვავ, წარმოგიდგენიათ, რომ არა ბიძინა და 2012 წელი, ესენი რას მოიმოქმედებდნენ კიდევ?
ეჭვი კიდევ გეპარებათ ვინმეს? თუ ვინმეს გეპარებათ, მე ნუ მომისმენთ, მოუსმინეთ მაგ გიჟის დღევანდელ გამოსვლებს და ნახავთ.“