"წე­რი­ლი ორ სპეც­რაზ­მელს, ერთს, რო­მელ­მაც ჩა­ხუ­ტე­ბის უფ­ლე­ბაც კი მომ­ცა" - ნიკა ალავიძის მეუღლე

1 week ago 7

საპროტესტო აქციაზე რესპუბლიკის მოედანზე 6 დეკემბერს დააკავეს ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე, ნიკა ალა­ვი­ძე და მისი შვი­ლი ვაკო ალა­ვი­ძე.

შემთხვევიდან რამდენიმე დღის შემდეგ ნიკა ალავიძის მეუღლე ნა­თია გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი სოციალურ ქსელში ავრცელებს პოსტს:

"წე­რი­ლი ორ სპეც­რაზ­მელს, ერთს, რო­მელ­მაც ჩა­ხუ­ტე­ბის უფ­ლე­ბაც კი მომ­ცა, ყვე­ლა ნაკ­ვთი მახ­სოვს მისი, სა­ში­ნე­ლი ნიღ­ბის მიღ­მა რომ ჩა­მოს­ტი­რო­და და მე­ო­რეს, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ბო­ლომ­დე რომ გა­მო­მა­ცი­ლა, მას რო­მე­ლიც მი­ცავ­და სა­ში­ნე­ლი მხე­ცე­ბი­სა­გან, უკა­ნა ხაზ­ზე რომ იდ­გნენ და ღმუ­ოდ­ნენ, ისე ეწა­დათ ჩემი ხმის ჩახ­შო­ბა, რო­გორ ცდი­ლობ­და ჩემს დაც­ვას ის ორი, რო­მე­ლიც ცი­სარ­ტყე­ლად მეჩ­ვე­ნე­ბო­და იმ შავი ფე­რის ღმუ­ილ­ში და ახლა ვფიქ­რობ, რას მე­უბ­ნე­ბო­და მისი სა­ოც­რად სევ­დი­ა­ნი თვა­ლე­ბი... ეს ღამე მა­ინც ვიქ­ნე­ბი შენი შვი­ლი, იქ­ნებ ჩემს მა­გივ­რა­დაც იყ­ვი­რო, ამ მხე­ცებ­ში და ამ მოჩ­ვე­ნე­ბით მშვიდ ღა­მე­ში სრუ­ლი­ად მარ­ტო ვარ, გზას ვე­ღარ ვიგ­ნე­ბო.

ვიცი, ვერც წა­ი­კი­თხავთ თქვენ ამ ჩემ ბო­დი­ალს, ალ­ბათ გა­გე­ცი­ნე­ბათ კი­დეც, რად­გან ის რაც იყო ალ­ბათ, ჩემო წა­მი­ე­რად შე­ცო­დე­ბის შეგ­რძნე­ბა იყო ან იქ­ნებ დაც­ლი­ლე­ბი ხართ ყვე­ლა სი­კე­თის­გან, მაგ­რამ ვდარ­დობ მე თქვენ­ზე, უსაშ­ვე­ლოდ მე­დარ­დე­ბა თქვე­ნი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა, თით­ქოს მკვდრე­ბი ხართ და შე­სა­ბა­მი­სად არა­ნა­ი­რი შეგ­რძნე­ბა არ გა­გაჩ­ნი­ათ, მე კი­დევ ისევ ვდარ­დობ. არა­ფერს არ გთხოვთ, არც რო­მე­ლი­მე პო­ზი­ცი­ა­ზე ყოფ­ნას, უბ­რა­ლოდ, რო­გორც დედა ისე გე­ვედ­რე­ბით, ზუს­ტად ისე რო­გორც მა­შინ, სა­ნამ სა­კუ­თა­რი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ რა­ი­მეს გა­ივ­ლებთ მა­ინც გულ­ში, თქვენს დე­დას და მა­მას, დასა და ძმას ჩა­ხე­დეთ თვა­ლებ­ში, ზუს­ტად იმ დე­დას და­ი­ნა­ხავთ, მე რომ ვედ­რე­ბით შე­მომ­ცქე­რო­დით.

ჩვენ მხო­ლოდ ერთი მტე­რი გვყავს და ეს არის რუ­სე­თის სა­ში­ნე­ლი იმ­პე­რია, რო­მელ­თაც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი დაგ­ვი­ხო­ცა, მოგ­ვი­წამ­ლა . მე არც გმი­რი ვარ და არც არა­ვინ, დე­დის ემო­ცი­ე­ბი იყო ის, რაც თქვენ იმ ღა­მეს ნა­ხეთ, ხორ­ცი კი და­მი­სე­რეთ, გა­მამ­წა­რეთ, გა­მომ­შიგ­ნეთ და შიგ­ნით ხე­ლე­ბი აფა­თუ­რეთ, მაგ­რამ ჩემი სული იგი­ვეა, ისევ დედა ვარ და ზუს­ტად ვიცი, იქ რომ სა­ერ­თო მტე­რი დაგ­ვსხმო­და თავს, იგი­ვეს გა­ვა­კე­თებ­დი, ისევ ვიყ­ვი­რებ­დი თქვენს და­სახ­მა­რებ­ლად, რად­გან მო­ცე­მუ­ლო­ბა მხო­ლოდ ერ­თია, ერთი ხალ­ხი ვართ, ერთი სის­ხლი გვაქვს, ერთ ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ვი­სუნ­თქავთ ჰა­ერს, რაც ჩვენ გვა­ცო­ცხლებს და გვყავს მხო­ლოდ ერთი დიდი და სა­უ­კუ­ნო მტე­რი და ჩვე­ნი მტე­რი რუ­სე­თია!" - წერს ნა­თია გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი.

სრულად წაკითხვა