WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

31.08.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

წელს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე საქართველოს ირაკლი კობახიძე წარადგენს. ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ მთავრობის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

2025 წელს გაეროს ასამბლეაზე სიტყვით მიხეილ ყაველაშვილი გამოვიდა. მან დაახლოებით 10 წუთი ისაუბრა ქართულ ენაზე.

პრესსამსახურში ცვლილებებთან დაკავშირებით განმარტეს, რომ შარშან არჩევნები ტარდებოდა და კობახიძე საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო.

ერთი წლის წინ ამ საკითხთან დაკავშირებით კობახიძემ თქვა: 

„ჩვენ შევთანხმდებით, გვექნება კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, უმჯობესია, საქართველოს პრეზიდენტი ეწვიოს გაეროს, მათ შორის ტექნიკური მიზეზიც აქვს ამ ყველაფერს, არის საარჩევნო რეჟიმი და მე, როგორც შტაბის ხელმძღვანელი, უშუალოდ ვარ ჩართული საარჩევნო პროცესებში, შესაბამისად, ფიზიკურადაც რთულია ჩემთვის გაეროში სტუმრობა. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, წელს გაეროს ესტუმროს მიხეილ ყაველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტის ჩასვლა ნიუ იორკში არის აბსოლუტურად სწორი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თუმცა კობახიძისთვის წინასაარჩევნო პერიოდს ხელი არ შეუშლია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, როცა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა, მიუხედავად ამისა, მან გაეროს გენერალური ასამბლეაში მონაწილეობა მიიღო.

გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ოფიციალური გახსნა 2026 წლის 15 სექტემბერს იგეგმება. გენერალური დებატები გაიმართება 22-დან 26 სექტემბრის ჩათვლით, ასევე 28 სექტემბერს.