1
წელს, წინა წლებისგან განსხვავებით, ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამუშაო საათები არ შეიცვლება. 31 დეკემბრის ღამეს მეტრო 00:00 საათზე დაასრულებს მუშაობას, უცვლელი იქნება ავტობუსების სამუშაო საათებიც.
როგორც თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურში “რადიო თავისუფლებას” უთხრეს, ტრანსპორტის სამუშაო დროის გახანგრძლივება გათვალისწინებული არაა, ვინაიდან გალაკონცერტი არაა დაგეგმილი.
მერიის სატრანსპორტო სამსახურის ინფორმაციით, მეტრო 03:00 საათამდე იმუშავებს 6 იანვრის ღამეს, როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შობას აღნიშნავს. 6 იანვრის 00:00-დან 7 იანვრის 03:00 საათის მონაკვეთში მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება.
ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეები, პროევროპული აქციების მონაწილეები, ახალი წლის შეხვედრას რუსთაველის გამზირზე გეგმავენ.