16
წინანდლის ფესტივალის ერთგულ მსმენელს მე-8 სეზონზე მალერის სიმფონია n.2 -“აღდგომა”, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, ეპიკური და ემოციურად დატვირთული ნაწარმოები ელოდა. ეს იყო უაღრესად შთამბეჭდავი მუსიკალური მოვლენა, რომელიც 170-ზე მეტმა მუსიკოსმა შეასრულა. ამფითეატრის სცენაზე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი, პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი, არაჩვეულებრივი სოლისტები იდგნენ. ამ ერთიანობამ ახალი სიცოცხლე შთაბერა სიმფონიას, მაესტრო რაფაელ პაიარეს დირიჟორობით.
რაფაელ პაიარე, დირიჟორი:
“ფანტასტიკური გარემოა და ყველამ უმაღლესად შეასრულა. მაღალ დონეს მივაღწიეთ. ფანტასტიკური იყო ორკესტრთან მუშაობა. თითოეული წევრი მიზანდასახული და მონდომებულია. და ამ უგრილეს საღამოს მალერთან ერთად ცეცხლი დავანთეთ. ამაყი ვარ, რომ ამ არაჩვეულებრივი კონცერტის ნაწილი ვიყავი”.
მალერის ამ შედევრს სიმფონიური მუსიკის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და მსმენელზე ყოველთვის დიდ გავლენას ახდენს. ის იქცა ადამიანის სულიერი გამარჯვების სიმბოლოდ – სიკვდილზე, შიშზე, სასოწარკვეთაზე. მუსიკა დრამატული და თითქმის აპოკალიფსურია. მის შესაქმნელად ავტორს შვიდი წელი დასჭირდა. ნაწარმოების პრემიერა 1895 წელს ბერლინში შედგა, კომპოზიტორის დირიჟორობით.

სიმფონია ხუთი ნაწილისგან შედგება, ისინი ერთმანეთს ავსებენ და ერთგვარ მუსიკალურ მანიფესტს ქმნიან. კონცერტში მონაწილეობდნენ გამორჩეული საოპერო სოლისტები: ხენ რაისი – სოპრანო; ოკა ფონ დერ დამერაუ – მეცო-სოპრანო.
სილქნეტის უწყვეტი მხარდაჭერით, წინანდლის ფესტივალს ყოველწლიურად დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს ცნობადობის გაზრდის საქმეში და პოპულარიზაციას უწევს მაღალხარისხიან, კლასიკურ მუსიკას. კომპანია წელს უკვე მერვედ წარადგენს საფესტივალო დღეებს ისტორიულ მამულში, სადაც ცნობილ და დამწყებ მუსიკოსებს, ასევე ხელოვნების მოყვარულ საზოგადოებას უყრის თავს.
მდიდარი ისტორიის მქონე წინანდლის მამული კვლავ რჩება საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად, რომელიც ხელოვნებისა და საგანმანათლებლო ინიციატივების განვითარებას ემსახურება.
(R)
საერთაშიროსო alia.ge