წულუკიანის ე.წ. კომისიაზე “კოალიცია ცვლილებისთვის” კიდევ ერთი ლიდერი, ნიკა მელია დაიბარეს

2 weeks ago 22

არალეგიტიმური პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე “კოალიცია ცვლილებისთვის” კიდევ ერთი ლიდერი, ნიკა მელია დაიბარეს. ინფორმაციას კოალიციის ერთ-ერთი წევრი, თენგო თევზაძე ავრცელებს.

“ნიკა მელიაც დაიბარეს, როგორი დამთხვევა ერთი კოალიციის სამ ლიდერს ერთდროულად რომ იბარებენ! ნიკა გვარამია, ზურაბ ჯაფარიძე – ნეტა რა სისტემით იბარებენ ხალხს? პარტიების მიხედვით არ იკადრებდნენ და შემთხვევით ანბანის მიხედვით ხომ არ შვებიან?”, – წერს თევზაძე.

მანამდე, ე.წ. კომისიაზე დაიბარეს “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერები ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ითვალისწინებს ჯარიმას ან პატიმრობას ერთ წლამდე.

სრულად წაკითხვა