“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს თბილისის პროკურატურაში ბრალი წარუდგინეს. მას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან. სავარაუდოდ, დღესვე ჩაინიშნება სასამართლოც, სადაც ჯაფარიძის მიმართ აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებენ.
სხდომაზე პროკურატურა დიდი ალბათობით გირაოს შეფარდებას მოითხოვს, თუმცა ჯაფარიძე ამბობს, რომ გადახდას არ აპირებს.
ცნობისთვის, “პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის” დაბარების შემთხვევაში, სხდომაზე არმისვლა სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.