წუხანდელ აქციაზე, რომელიც კობახიძის თქმით, „ძალადობრივი“ არ იყო, 18 მომიტინგე მაინც დააკავეს

2 weeks ago 5

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გუშინ, 4 დეკემბერს აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს „არავითარი რეაგირების გაწევა“ არ დასჭირვებია, რადგან მომიტინგეები მხრიდან ძალადობა არ ყოფილა. იგივე ტიპის განცხადებები გააკეთეს “ქართული ოცნების” სხვა წევრებმა და პარტიასთან აფილირებულმა პირებმა.

“ქართული ოცნების” მესიჯბოქსი მიმართულია იქითკენ, რომ მოქალაქეებს უთხრას, იმის გამო, რომ გუშინ პარტიების ოფისებში შევიდნენ და პიროტექნიკის მაღაზიები დალუქეს, აქციამ მშვიდობიანი ხასიათი მიიღო.

თუმცა საპირისპიროს მოწმობს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკა. როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადა, მხოლოდ 4 დეკემბრის აქციაზე ადმინისტრაციული წესით 18 პირი მაინც დააკავეს.


მიმდინარე აქციების ფარგლებში სისხლის კოდექსის შესაბამისად დაკავებულია 18 სამოქალაქო პირი, რომელთაგან 6 პირი 20 წელზე ნაკლები ასაკისაა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 235-მდე პირამდე პირი.

რაც შეეხება საპოლიციო ძალების წარმომადგენლებს, რომლებიც აქციის მონაწილეების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ, ამ დრომდე არცერთი მათგანი დაკავებული არაა.

სრულად წაკითხვა