,,წყალი ბაკურიანი” განცხადებას ავრცელებს

2 hours ago 2

1

წყალი ბაკურიანი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ,,ციდას” დალევის შემდეგ ბავშვი მოიწამლა, განცხადებით ეხმაურება:

,,კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს განცხადება

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბაკურიანი ციდას“ ბოთლიდან დალეული სითხით მოხდა მცირეწლოვანი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია. გაცნობებთ, რომ კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირების შედეგად, გადამოწმდა კონკრეტულ მაღაზიაში (სადაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოხდა პროდუქტის შეძენა) ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა.

პარალელურ რეჟიმში, შევამოწმეთ ამჟამად ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და ვადასტურებთ, რომ აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა.

ასევე გადამოწმდა საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლი, რომელიც გამორიცხავს პროდუქტში რაიმე უცხო ნივთიერების მოხვედრას.”

,,ბაკურიანი ციდას” მიღების შედეგად მოზარდის სავარაუდო ინტოქსიკაციაზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო

სრულად წაკითხვა