წყალი დილამდე არ იქნება – შეამოწმეთ, მოხვდა თუ არა თქვენი ქუჩა ჩამონათვალში

12 hours ago 6

21 აპრილს, ნაძალადევის რაიონში, ავთანდილ ღოღობერიძის ქუჩა N10-ის მიმდებარედ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური ქსელის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

დაზიანების სირთულიდან გამომდინარე კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 22 აპრილის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

დადიანის ქუჩა N1-39, N255, N305-323, სოლომონ ქურდიანის,ლალიონის, გურგენიძის, მეუნარგიას, ზაზიშვილისა და გმირ კურსანტთა ქუჩებს, ვეკუას ქ. N10, N17, ხიზაბავრის ქ. N5, გურამიშვილის გამზირის N15ბ, N31, N25, N27, N29, თიანეთის ქ. N97-N137, N84-N104, ჩარგლის ქ. N1-N71, N2-N56, N79, სანზონის ქ. N2, 3, 4, 5, 9, 10, 11, 12, 13, 15, 18, 19, 20, 21, 28, გუდამაყრის, ბუაჩიძის, სიხარულიძის, ჟინვალის, კურნატოვის, სართანიას, ზიგზაგის, ჭოპორტის, ღოღობერიძის ღრმაღელეს, ქსოვრელის, კნოლევის, დაისის, იმერეთის, ზედაზნის, რიონჰესის, წრომის, ქებურიას, გლინკას, ხორნაბუჯის, გარეჯელის, გულრიფშის, ვეშაპურის, ბეჟანიშვილის, ბოგვის, რატევანის, შენგელაიას, ნაგომარის, მუხრანის, თამარაშვილის (ყოფილი მესხიშვილის), ხუდადოვის ქ.N56, ტოროშელიძის, გვაზაურის, სადმელის, ლიახვის ქ.N44, სააკაძის, ნიკო მარის, წაღვერის, ბენდელიანის ქ. N1-N40, გურგენიძის ქ. N 18, ჭყონდიდელის ქ. N 26-N40.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge

წყარო: primetime

სრულად წაკითხვა