წყალტუბოს "სამგურალის" სპორტულ დირექტორად გიორგი ნერგაძე დაინიშნა

1 week ago 6

წყალტუბოს "სამგურალის" სპორტული დირექტორის პოსტზე გიორგი ნერგაძე დაინიშნა.

42 წლის სპეციალისტი "სამგურალში" მწვრთნელ-ანალიტიკოსის პოზიციებზე მუშაობდა.

გიორგი ნერგაძემ ფეხბურთელის კარიერა წყალტუბოს "სამგურალში" დაასრულა და მწვრთნელობაც აქ დაიწყო. სხვადასხვა დროს იყო მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი და "სამგურალი 2"-ის მთავარი მწვრთნელი.

ამჟამად ის გადის უეფას PRO ლიცენზიის კურსს.

"ვულოცავთ, ბატონ გიორგის ახალ თანამდებობაზე დანიშვნას და წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებთ!"

- წერს კლუბის პრეს-სამსახური.

სრულად წაკითხვა