“წყალში მცურავ სოსისის ნაფლეთს და კარტოფილის ნაჭერს როგორ ქვია ხორცის წვნიანი” – ეს მითხრა დღეს ნიკუშამ” – ლაშა კაცია

7 hours ago 4

სინდისის პატიმრის, ნიკა კაციას ძმა, ლაშა კაცია, სოციალურ ქსელში, წერს:

“წყალში მცურავ სოსისის ნაფლეთს და კარტოფილის ნაჭერს როგორ ქვია ხორცის წვნიანი”
ეს მითხრა დღეს ნიკუშამ, პირობითად ათი სახეობის საკვებიდან მხოლოდ ერთს ჭამს პატიმრების უმეტესობა, რადგან დანარჩენი უბრალოდ წყალია რაღაცის გემოთი! ნიკუშა არ ჩივის თავის გაუსაძლის ყოფაზე, პირიქით ორმაგი შემართებით იბრძვის ციხის კედლებიდანაც, ყოველ პროცესზე იტანს ბადრაგების მხრიდან ზეწოლას, კიდე ბევრი პრობლემის მიუხედავად დატყვევებულისთვის ერთია მხოლოდ მნიშვნელოვანი და ესე ერთ სიტყვაში მოქცეული ყველა პრობლემა თავისუფლება!
ამ დროს ხალხი ოპოზიციას ლანძღავს, აქტივისტები ერთმანეთს, შემდეგ ყველა ერთმანეთისკენ იშვერს თითს… მოკლედ ყველა და ყველაფერი შეგვიძლია ვლანძღოთ გულმოდგინედ და ამ ყველაფრის მიზეზს კი, ყველაზე ცოტა დრო დავუთმოთ! ალბათ ერთი თვის უკან დავწერე, რომ მოდით ყველაფერი გადავდოთ გვერდით, დავივიწყოთ, გადავივიწყოთ… უამრავი პრობლემაა რაზეც კონცენტრაციაა საჭირო და არა ერთმანეთის ჭამაში დაკარგული დრო!!! ეს ჩემი მოსაზრებაა, უფრო მძიმედ და მწარედ შემეძლო დამეწერა, მაგრამ ჩემი აზრი ერთადერთი ჭეშმარიტება ვერ იქნება! ამიტომ იქნებ ერთმანეთზე თითის გაშვერის მაგივრად ვაკეთოთ ყველამ ის რაც შეგვიძლია, ვაკეთოთ ერთად და ნუ გავმიჯნავთ ნურაფერს და ნურავის!!!

სრულად წაკითხვა