ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც გუშინ საღამოს მკვლელობა მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა – რა არის ცნობილი ამ დროისთვის

4 hours ago 2

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც გუშინ საღამოს მკვლელობა მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამით დასრულდა. მოკლული მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, სროლის შედეგად ასევე დაიჭრა მოკლულის თანმხლები მამაკაცი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

ჩვენი ინფორმაციით მოკლულია 58 წლის ბიზნესმენი ლევან. ჯ-ა

გავრცელებული ინფორმაციით მოკლულს ბიზნესი საზღვარგარეთ ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, მკვლელობის და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.

სრულად წაკითხვა