ჭავჭავაძის გამზირზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა

5 hours ago 2

21 დეკემბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს დაიღუპა მეხანძრე-მაშველი, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტი, 1982 წელს დაბადებული გიორგი ლელაშვილი. ის კედლის ჩამონგრევას ემსხვერპლა. ინფორმაცია ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს.

სრულად წაკითხვა