ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო მასალა საქართველოს ფაუნის კიდევ ერთ წარმომადგენელზე – ჭოტი (Athene noctua):
❓🦉 იცოდით, რომ ძველ ათენში მოჭრილ მონეტებზე ჭოტი, როგორც სიბრძნის სიმბოლო იყო გამოსახული?
ჭოტი (Athene noctua) მცირე ზომის ფრინველია მისი სხეულის სიგრძე 21-23 სმ-ს შეადგენს.
მისი ლათინური სახელწოდება Athene noctua ანტიკურ ეპოქასა და მითოლოგიას უკავშირდება. ძველ საბერძნეთში ჭოტი სიბრძნისა და მეცნიერების ქალღმერთის, ათენას, განუყრელ მეგზურად და სიმბოლოდ ითვლებოდა, რის გამოც მისი გამოსახულება ხშირად გვხვდებოდა იმ პერიოდში მოჭრილ მონეტებზეც.
ჭოტი უმეტესად ღია ლანდშაფტებში, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან ახლოს, კლდოვან ნაპრალებსა და ფუღუროიან ხეებში ბინადრობს. სახეობას რამდენიმე მკაფიო მახასიათებელი გამოარჩევს: რაციონს ძირითადად მსხვილი მწერები, სხვადასხვა უხერხემლოები და წვრილი მღრღნელები შეადგენენ. ის წარმოადგენს ბიოლოგიური კონტროლის საუკეთესო საშუალებას, რაც ხელს უწყობს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მავნებლების პოპულაციის ბუნებრივ რეგულაციას.
ბუსებრთა სხვა წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ჭოტი ხშირად დღის საათებშიც აქტიურობს. მისი შემჩნევა შესაძლებელია ღია ადგილებში, სადაც ის შემაღლებულ პოზიციას იკავებს გარემოზე დაკვირვების მიზნით.
საფრთხის დროს ფრინველისთვის დამახასიათებელია სხეულის სპეციფიკური მოძრაობა ე.წ. „ჩაცუცქვა“ და თავის მკვეთრი ქნევა, რაც სახეობის თავდაცვითი და საკომუნიკაციო სიგნალის ნაწილია.

8 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·