ხაბეიშვილი იმ მყეფავ ძაღლს ჰგავს, ხმამაღლა და მჭახედ რომ ჰყეფს და როგორც კი ხელს აუქნევ, გარბის, მაგრამ მაინც აგრძელებს ყეფას- მამუკა აბესაძე

6 days ago 2

წაკითხვა: 224

“ლევან ხაბეიშვილის თვიშემოქმედებები და დაანონსებული “დამხობები” ბევრჯერ მოგვისმენია, რომელიც ყოველთვის მარცხით სრულდებოდა და ასე იქნება 4 ოქტომბერსაც”- წერს მოქალაქე მამუკა აბესაძე Multimedia.ge-სთვის გამიგზავნილ წერილში და ეხმიანება ლევან ხაბეიშვილის მიერ,  ე.წ “მშვიდობიანი დამხობის” შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.

“ლევან ხაბეიშვილს არც საკმარისი წონა, ცოდნა და ავტორიტეტი არ აქვს იმისთვის, რომ მისი მუქარები სერიოზულად მიიღოს საზოგადოებამ. მას ტყუილად არ შეარქვეს “დიპლიპიტო კაცი”, რომელიც იმ მყეფავ ძაღლს ჰგავს, ხმამაღლა და მჭახედ რომ ჰყეფს და როგორც კი ხელს აუქნევ, გარბის, მაგრამ მაინც აგრძელებს ყეფას.

მე იმას არ ვამბობ, რომ “ქართული ოცნება” იდეალურია, მაგრამ არსებული მოცემულობის პირობებში, ნამდვილად სჯობს იმ დეგრადირებული პირების ერთობას, როგორც ლევან ხაბეიშვილი და მისთანები არიან.

კარგად გვახსოვს ხაბეიშვილის მუქარები, როდესაც მისი უფროსის, მიხეილ სააკაშვილის დახსნას და შტურმებს აანონსებდა და რა მივიღეთ? – ჰაერში ნასროლი უწონო დაპირებები, ბევრი დაცინვა და პარტიის დირექტორობიდან მოხსნა.

ახლა, ხაბეიშვილი თვითშემოქმედების რეჟიმშია და ხმამაღლი, გაბრაზებული ტონით ცდილობს გმირის მანტიის მორგებას, და ყურადღების მიპყრობას, მაგრამ ამას ცხოვრებისეული წარსული, ცოტა სიბრძნე და პოლიტიკოსისთვის შესაფერისი უნარ-ჩვევები და ქცევები სჭირდება, რაც ხაბეიშვილს არ გააჩნია და ხელოვნურად ამის დასწავლა ძალიან სასაცილო იქნება.”- წერს მამუკა აბესაძე Multimedia.ge-სთვის გამოგზავნილ წერილში.

თუ გსურთ თქვენი წერილიც გამოქვეყნდეს, მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე აქ

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა