WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

“სტრატეგია აღმაშენებელი”, პარტიის ერთ-ერთ ლიდერ, პაატა მანჯგალაძესთან მიმართებით, საკონსტიტუციო სასამართლოში გაჟღერებულ კონკრეტულ ბრალდებებს, მწვავე განცხადებით და განმარტებებით ეხმაურება:

“🔴 ვეხმიანებით საკონსტიტუციო სასამართლოში გაჟღერებულ სრულიად მცდარ, უსაფუძვლო და ცილისმწამებლურ ბრალდებებს და ხაზგასმით პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ პაატა მანჯგალაძე არ ყოფილა 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი!

ეს მანიპულაციური ნარატივი სცილდება ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოს და რეალობას. მსგავსი ყალბი მტკიცებების გავრცელება ემსახურება ერთადერთ მიზანს – საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, პოლიტიკური პატიმრის ხელოვნურ დისკრედიტაციას და იმ უსამართლო პროცესების გამართლებას, რომელიც მის წინააღმდეგ ხორციელდება.

მიუღებელია, როდესაც სასამართლო სივრცე გამოიყენება პოლიტიკური სპეკულაციებისა და სიცრუის ტირაჟირებისთვის“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.