გოგა ხაინდრავას მიმართვის საფუძველზე, “ფორმულას” წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, “შაბათის ფორმულას” წამყვანი და ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი გამოკითხვაზე დაიბარა.
“ფორმულას” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტელეწამყვანი გამოკითხვაზე ორშაბათს 16:00 საათზეა დაბარებული და გეგმავს, პროკურატურაში მივიდეს.
ცნობისთვის, პროკურატურამ ტელეკომპანია “ფორმულას” წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო. გვარაკიძის უწყებას კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ მიმართა. ის ამტკიცებს, რომ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებმა იცრუეს, როცა ტელეკომპანიაში ხაინდრავას მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულზე გააჟღერეს ინფორმაცია.
პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის ფაქტზე დაიწყო. ირკვევა, რომ გამოკითხულია თავად გოგა ხაინდრავაც.

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·