“ხალხი ელოდება რევოლუციურ შტაბს” – გიორგი თავდგირიძე

23 hours ago 8

70

საზოგადოებრივი მოძრაობა „ფარის“ თანადამფუძნებელი, პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე:

იმისთვის რომ რუსთაველზე ხალხი გამოვიდეს, თან დიქტატურის დასამხობად, პუტინის გვერდით გადაღებული კობახიძის სურათი საერთოდ არ ჭირდებათ. ქართველებმა ძალიან კარგად იციან რა და რატომ არ მოწონთ ივანიშვილის უბადრუკ დიქტატურაში, ასევე უბადრუკი ოპოზიცია ( მხოლოდ პარტიებს არ ვგულისხმობ ).
თუ გვინდა რევოლუცია, თუ გვინდა ბრძოლა, ბრძოლის ველზე ავტორიტეტულმა ჯგუფმა უნდა დაგვიძახოს ( ლიდერი საკმარისი არ არის, ბაგრატიონებიც კი არ იყვნენ საკმარისი ხოლმე ხალხის ასაყოლიებლად ).
ამიტომ შეეშვით ხალხის დამუნათებას, სანამ ერთობლივ ბრძოლას შესთავაზებთ, ერთობლივი ლიდერობა დაანახეთ. მთელი ზაფხული, ეგოების დატოლებას, ამბიციების ჭიდილს და პროტესტში კეკლუცობას შევალიეთ, ოქტომბრის პიკი გავფლანგეთ და გავემიჯნეთ, ერთმანეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების ნაცვლად ჭორებში გავძლიერდით და ახლა ისევ ხალხ მივადექით, რატომ იტანთ კობახიძეს აშხაბადში პუტინის გვერდითო.
ხალხი ელოდება რევოლუციურ შტაბს”, ცენტრს ( სახელს არა, შინაარსს ), არა შეკოწიწებულ გაერთიანებას, არამედ მართვისუნარიან სამეთაურო რგოლს, გამბედავი ადამიანების ჯგუფს ან ჯგუფებს. იქნება გაბედული მართვა, იქნება რევოლუციაც. არ დაგვავიწყდეს, რომ ივანიშვილის დიქტატურა ისეთივე უბადრუკია, როგორც ივანიშვილი.
პ.ს. სავარაუდოდ, აშხაბადში, აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარებას ეყრება საფუძველი, რაკი პუტინმა თვითუბადრუკობა კობახიძე თავის მახლობლად გააჭაჭანა. თუ არ მოვემზადებით, დიქტატორის დამხობის ნაცვლად, ჭიამაიების მარშს და რუსთაველზე ადგილზე დგომაში გამოშვებულ ორთქლს მივიღებთ.

სრულად წაკითხვა