როგორც მოგეხსენებათ, UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონმა ილია თოფურიამ მსუბუქ წონაში ბრძოლის სურვილი გამოთქვა.
ილიამ თავისი სურვილი კიდევ ერთხელ დაადასტურა:
“უშუალოდ მე 70 კილოგრამში გადასვლა მსურს, რადგან დარწმუნებული ვარ რომ ორი დიზივიონის ჩემპიონი გავხდები. ხალხის თვალში საუკეთესო ისლამია, თუმცა მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი მე ვარ. მასთან იმას გავაკეთებ რაც მომინდება, რადგან უბრალოდ უკეთესი ვარ”. - განაცხადა ილიამ.
ცნობისთვის, ისლამ მახაჩევმა ბოლოს რენატო მოიკანოს სძლია, ილია თოფურიამ კი მაქს ჰოლოუეი დაამარცხა.