,, ხალხის უმრავლესობას სჯერა, რომ მკვლელს “ფსიქიატრიულის ცნობა” იმიტომ ჰქონდა, რომ მართლა ავადაა” – ზურაბ ფარჯიანი

1 hour ago 4

დიპლომატი ზურაბ ფარჯიანი:

,,მაგარია – ხალხის უმრავლესობას სჯერა, რომ მკვლელს “ფსიქიატრიულის ცნობა” იმიტომ ჰქონდა, რომ მართლა ავადაა ფსიქიკურად.

ამ ჩალით გადახურულ ქვეყანაში, ჩვეულებრივი “ნარუშილოვკაა” იქნებ ეგ “ფსიქო”?! 🙂

ნუ მსჯელობთ ისე, თითქოს “ნორმალურ” ქვეყანაში ცხოვრობთ.

იმსჯელეთ შემდეგნაირად – რისი გაკეთება შეუძლია “ფულიან” თუ “გავლენიან” მშობელს “ჩვენისთანა” ქვეყანაში, შვილის ციხიდან დასახსნელად?

შეუძლია ყალბი ცნობის გაკეთება? კი? – გააკეთებს.

შეუძლია კამერების მონაცემებში ჩარევა? – ჩაერევა.

შეუძლია პროკურატურაში “დალაგება”? – დაალაგებს.

სასამართლოში “დალაგება”? – დაალაგებს

ვადამდე გათავისუფლების “თემის დალაგება”? – დაალაგებს.

და იცით ამ ყველაფერს რატომ “დაალაგებს”?! – იმიტომ რომ ქვეყანა არაა “დალაგებული”

სრულად წაკითხვა