WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

27

სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის ხელფასი თვეში 16 355 ლარია. წელიწადში თითქმის 200 000 ლარს ვუხდით ბიუჯეტიდან.

ცოტა ხნის წინ, სააგენტომ ძაღლების მოსაგერიებელი საშუალებებისთვის 171 950 ლარი დახარჯა ბიუჯეტიდან:

🟥შპრიცსასროლის ნემსები 1000 ცალი

🟥ბალონები ნახშირბადის დიოქსიდით – 350 ცალი

🟥ტრანკვილიზატორის შპრიცი – 800

ხალხის ფული დახარჯეს იმ ძაღლების დასაჭერად, რომლებიც ამავე ხალხს მიკედლებული ჰყავდა – უვლიდნენ, აჭმევდნენ, თავს ევლებოდნენ.

სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით 2024-2025 წლებში:

● ევთანაზია ჩაუტარდა 362 ძაღლს

● ბუნებრივი სიკვდილით მოკვდა- 3808

ამასობაში ძაღლების სასაკლაო აღმოაჩინეს, სადაც ასობით ძაღლი ღია ცის ქვეშ იყო დაგდებული. ხალხმა მიკედლებული და მერე დაკარგული ძაღლები ამოიცნო ამ სასაკლაოზე.

ახლადგახსნილ პარკში მეორე დღესვე ბავშვს დენმა რომ დაარტყა, ამაზე არ ვიღებ პასუხისმგებლობასო – მერმა.

მისივე დაქვემდებარებაში მყოფი ჩინოვნიკი ბავშვებს ბაღის კვების თანხას რომ ჰპარავდა, არც ამაზე ვარ პასუხისმგებელიო.

ძაღლების სასაკლაოზე ჯერ-ჯერობით არანაირი რეაგირება არ ჩანს და საერთოდ, ვინმე რამეზე არის ამ ქვეყანაში პასუხისმგებელი?

თუ უმწეო ცხოველების და ადამიანების სასაკლაო უნდა გვქონდეს გამართული და ეს ნორმად უნდა ვაქციოთ?!