1
„პირველების“ ინფორმაციით, 9 აპრილის ქუჩაზე დამატებითი რაზმები მოაბილიზეს- ადგილზე გამოჩნდნენ გდდ-ს თანამშრომლები.
“ხარებას“ რაზმი ავტობუსებით ცოტა ხნის წინ მიიყვანეს. ქუჩა გადაკეტილია.
რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ხალხი თანდათან მატულობს. მომიტინგეები სკანდირებენ: ანწუხელიძე უკვდავია. ასევე ასრულებენ საქართველოს ჰიმნს.
ტვ პირველის ცნობით, გოგონა, რომელიც იმისთვის დააკავეს, რომ ხელში ეკავა ბანერი წარწერით “ანწუხელიძე უკვდავია“, თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსის, სანქცირებული სულხან თამაზაშვილის მოადგილე, რონი მესხმა დააკავა.