რამდენიმე დღის წინ, bm.ge-ზე გამოქვეყნდა მნიშვნელოვანი ინტერვიუ, სადაც არჩილ მორჩილაძემ — ამერიკის აკრედიტაციის კომისიის ვიცეპრეზიდენტმა — ძალიან სწორად და ზუსტად გამოკვეთა ის საფრთხეები, რომლებიც უკავშირდება არასაიმედო ორგანიზაციების მიერ “საერთაშორისო აკრედიტაციის” მინიჭების პრაქტიკას საქართველოში.
მისი თქმით:
“კლინიკების აკრედიტაციას გასცემენ ორგანიზაციები, რომელთა პროგრამები არ არის აკრედიტებული, რაც პროცესის დისკრედიტაციას ქმნის.”
იხილეთ სრულად ინტერვიუ bm.ge-ზე
როგორც Accreditation Canada-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, სრულად ვეთანხმები ბატონ არჩილ მორჩილაძის შეფასებას. საქართველოში მართლაც გვხვდება შემთხვევები, როდესაც კლინიკები ეცდებიან სერტიფიკატის მოპოვებას ისეთი ორგანიზაციებისგან, რომლებსაც არა აქვთ არც საერთაშორისო აღიარება და არც ხარისხის საერთაშორისო ასოციაციის მიერ აკრედიტაცია.
ასეთი პრაქტიკა ქმნის უსამართლო კონკურენციას, აზიანებს პაციენტების ნდობას და საბოლოო ჯამში, სერიოზულ საფრთხეს უქმნის საყოველთაო ჯანდაცვის ხარისხს.
ხარისხი — რთული და უწყვეტი პროცესი
ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა არ არის მარტივი გზა და არ არის მხოლოდ სერტიფიკატის მიღება.
ხარისხი არის გრძელვადიანი, ყოველდღიური გამოწვევა. ის მოითხოვს:
• პროცესების მუდმივ განახლებას და მონიტორინგს,
• კლინიკის მენეჯმენტის, პერსონალის და პაციენტების სრულ ჩართულობას,
• პაციენტთა უფლებების დაცვასა და მათი უკუკავშირის ინტეგრირებას სისტემურ ცვლილებებში,
• ეთიკურ, გამჭვირვალე და პროფესიონალურ მიდგომას ყოველდღიურ საქმიანობაში.
სწორედ ამიტომ, სწორი აკრედიტაციის არჩევა არის ისეთი ნაბიჯი, რომელიც განსაზღვრავს კლინიკის რეალურ განვითარებას და არა მხოლოდ ფორმალურ სტატუსს.
ჩვენი მიღწევები საქართველოში
Accreditation Canada — არის ერთ-ერთი უძველესი და უმაღლესი დონის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც:
• ოპერირებს 43 ქვეყანაში,
• აკრედიტებული აქვს 14,000-ზე მეტი საავადმყოფო და სამედიცინო დაწესებულება მსოფლიოში.
- საქართველოში, 2024 წლის დეკემბერში, 9 კლინიკამ წარმატებით გაიარა Accreditation Canada-ის აკრედიტაციის პროცესი.
- ეს არის მტკიცე მაგალითი იმისა, რომ საერთაშორისო დონის ხარისხის მიღწევა საქართველოში სრულებით რეალურია. ასევე, Joint Commission International (JCI)-მ საქართველოში აკრედიტაცია მიანიჭა 3 კლინიკას.
- დღეს ჯამურად, საქართველოში ფუნქციონირებს 11 კლინიკა, რომელსაც მიღებული აქვს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი აკრედიტაციის ორგანიზაციების სერტიფიკატები. ეს არის უდიდესი წინსვლა ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის.
რას ვაკეთებთ ჩვენ?
Accreditation Canada-ს წარმომადგენლობა საქართველოში:
• ვთანამშრომლობთ 24 სამედიცინო დაწესებულებასთან,
• 9 კლინიკაში გავხორციელეთ სრული აკრედიტაციის პროცესი,
• ვატარებთ ყოველთვიურ მონიტორინგის ვიზიტებს,
• ვეხმარებით კლინიკებს პროცესების მუდმივ განახლებაში და სტანდარტების კიდევ უფრო ღრმად დანერგვაში,
• ვუწევთ სრულ სეკრეტარიატულ მხარდაჭერას ყველა კლინიკის პაციენტთა საბჭოს საქმიანობაში.
ჩვენი მიდგომა ეფუძნება პრინციპს: პაციენტი და მისი უსაფრთხოება უნდა იყოს ყოველი კლინიკის მუშაობის ცენტრში.
დასკვნა
საქართველოში აკრედიტაციის პროცესები ჯერ კიდევ განვითარებადი და გამოწვევებით სავსეა. მხოლოდ ისეთი ორგანიზაციების მიერ მინიჭებული აკრედიტაცია, რომელთაც თავად აქვთ ხარისხის საერთაშორისო აღიარება, შეიძლება გახდეს საფუძველი ჭეშმარიტი, მდგრადი და პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემისთვის.
Accreditation Canada რჩება სანდო და სტაბილურ პარტნიორად ამ რთულ, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვან გზაზე.
ხარისხი — ეს არის მუდმივი განვითარება და ყოველდღიური პასუხისმგებლობა.
წყაროები:
პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
Accreditation Canada-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში,
საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი.