ხარკოვზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

5 days ago 2

განახლება: შვიდამდე გაიზარდა ხარკოვზე რუსული დრონით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა. დაღუპულებს შორის ორი ბავშვია - წლინახევრის გოგო და 16 წლის ბიჭი.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშვებულია 20 ადამიანი, მათ შორის, 6 ბავშვია.

ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვის განცხადებით, ქალაქში გლოვის დღეა.

უკრაინის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის არმიამ 18 აგვისტოს გამთენიისას მასირებული იერიში მიიტანა ხარკოვზე, მათ შორის, "Герань-2"-ის ტიპის ოთხი დრონით. უპილოტო საფრენი აპარატი ინდუსტრიულ ზონაში ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.

რუსული არმია, სხვადასხვა ტიპის იარაღით რეგულარულად ესხმის თავს უკრაინის რეგიონებს. რუსეთის ხელისუფლება უარყოფს, რომ გამიზნულად ბომბავს სამოქალაქო ობიექტებს.

უკრაინის ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები ამგვარ თავდასხმებს, ომის დანაშაულებს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ისინი მიზანმიმართულად ხორციელდება.

სრულად წაკითხვა