ხატია სიჭიანავა საფრანგეთის პრეზიდენტს მიმართავს - "შეგიძლია საფრანგეთში პერსონა ნონ გრატად გამომცხადო!"

1 week ago 4

ხატია სიჭიანავა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს მიმართავს და წერს:
"არ ვიცი ვის გულისხმობ ქართველ ხალხში, არც ის ვიცი რა წესებს გვტენი შენიღბული მეგობრობით, მაგრამ ცხვრის ტყავში მგელი ქართველისთვის ადვილად იცნობა!! აქ ჩვენც ვცხოვრობთ, უმრავლესობა! ვისაც იგნორს უკეთებ და ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ შენს "მეგობრულ" დამოკიდებულებას! შეგიძლია საფრანგეთში პერსონა ნონ გრატად გამომცხადო! ქლესა ევროპა თავს მოხვეული გეი პარადით, მე პირადად ფეხებზე მკიდია!!" - წერს ხატია სიჭინავა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქართველი ხალხისადმი ვიდეო მიმართვა გაავრცელა.
"საქართველოს ვერ ექნება ევროპულ გზაზე წინსვლის იმედი, თუ მშვიდობიან დემონსტრაციებს ძალის არაპროპორციული გამოყენებით ახშობენ, თუ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, ოპოზიციური პარტიების წევრებს ავიწროებენ, თუ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას არ იცავენ", - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქართველი ხალხისადმი გავრცელებულ მიმართვაში აგანცხადა.
ემანუელ მაკრონის განცხადებით, სჯერა, რომ არსებობს გზა „თავაზიანი დიალოგისა ყველა პოლიტიკურ ძალასთან“ და ეს დიალოგი ყველა ქართველის პასუხისმგებლობაა.
„მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ თქვენი ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების მხარდასაჭერად. საქართველოს ვერ ექნება ევროპულ გზაზე წინსვლის იმედი, თუ მშვიდობიან დემონსტრაციებს ძალის არაპროპორციული გამოყენებით ახშობენ, თუ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, ოპოზიციური პარტიების წევრებს ავიწროებენ, თუ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას არ იცავენ. მინდა მჯეროდეს, რომ არსებობს გზა, ქვეყნის ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, გზა ღია, თავაზიანი დიალოგისა ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან. ეს დიალოგი ყველა ქართველის პასუხისმგებლობაა. მან ქართველებს საშუალება უნდა მისცეს, ხელახლა აიღონ ხელში საკუთარი ბედი. ეს გზა თქვენია. ამიტომაც დიდი ნდობა მაქვს ქართველი ხალხის მიმართ და დიდი ნდობა მაქვს ყველას მიმართ, ვისთვისაც ძვირფასია ეს პატივსაცემი ევროპული გზა და არ სურს დანებდეს დაშინებას, პროპაგანდას, კიბერშეტევებს, ინფორმაციის მანიპულაციას.
გაუმარჯოს საქართველოსა და საფრანგეთის მეგობრობას და გაუმარჯოს ევროპას!”, - წერია განცხადებაში.

წყარო: ​palitravideo.ge​​​

სრულად წაკითხვა