“ხაშური არის ევროპა” – საპროტესტო მსვლელობა ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად

3 weeks ago 10

ხაშურში ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

მოქალაქეები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობა მოაწყვეს და თანაქალაქელებს მოუწოდებდნენ შეერთებოდნენ მათ პროტესტს.

“ხაშური არის ევროპა”, “აჯანყდი” – ამ შეძახილებით მოიარეს მათ ქალაქის ქუჩები.

ხაშურელები ამ ფორმით აპროტესტებენ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ. გარდა ამისა, მათ სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისში გამართული საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ და ნაცემ მოქალაქეებს.

28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებენ. კობახიძის ბრიფინგის შემდეგ დაიწყო უწყვეტი საპროტესტო ქციები, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. შსს ყოველ ღამე ცდილობს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეების დაშლას, თუმცა ისინი კვლავ იკრიბებიან.

სრულად წაკითხვა