ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ზვიად ქურდაძემ თანამდებობა დატოვა.
ხაშურის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო სუხიაშვილის განმარტებით, ქურდაძე სხვა სამსახურში გადავიდა.
“ზვიად ქურდაძე გადავიდა სხვა სამუშაოზე. მუნიციპალიტეტში აღარ მუშაობს”, -გვითხრა ნინო სუხიაშვილმა.
“მოზაიკას” ინფორმაციით აღნიშნულ თანამდებობაზე ინფრასტრუქტურის სამსახურის ამჟამინდელი ხელმძღვანელი გიორგი პაპიაშვილი ინიშნება.
ინფორმაცია, რომ ქურდაძე თანამდებობის დატოვებას აპირებდა “მოზაიკამ” ერთი თვის წინ გაავრცელა, თუმცა ხაშურის მერიაში აცხადებდნენ, რომ ის შვებულებაში იყო და დასრულების შემდეგ, სამსახურს დაუბრუნდებოდა.