ხაშურის მერის ყოფილი წარმომადგენელი სურამის ადმინისტრაციულ ერთეულში დაკავებულია. როგორც “მოზაიკას” უთხრეს, ის ცრუ ჩვენების მიცემის გამო დააკავეს.
“სისხლის სამართლის დანაშაულს შეესწრო. ცრუ ჩვენების გამო, კი პოლიციამ დააკავა. 2-თვიანი შეუფარდეს“, – უთხრეს “მოზაიკას”.
დეტალებზე საუბრისგან საქმესთან ბმაში მყოფი მხარეები თავს იკავებენ. საკითხზე კომენტარს არც მერიაში და მის სამსახურში არ აკეთებენ.
“ვერაფერს გეტყვით. თუ რამე კითხვა გაქვთ, მიმართეთ მერიას“, – გვითხრა ნინო ჩადუნელმა, რომელიც ახლა სურამში მერის წარმომადგენლის მოვალეობას ასრულებს.
რაც შეეხება ხაშურის მერიას, უწყებაში ამბობენ, რომ დ.დ. ახალი წლის შემდეგ მათთან აღარ მუშაობს.
“დეტალები არ ვიცი. როდესაც საახალწლო შვებულებიდან დავბრუნდით, მუთხრეს, რომ ჩვენთან აღარ მუშაობდა“, – გვითხრა ნინო სუხიაშვილმა, ხაშურის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.
მერიის ერთ-ერთი თანამშრომლის ინფორმაციით, დ.დ. დაკავება თანამდებობაზე ყოფნის დროს მოხდა.