ხაშურის საბავშვო ბაღებში ქართულ – იაპონური პროექტი იწყება  

5 hours ago 1

ხაშურის საბავშვო ბაღებში ქართულ -იაპონური მოხალისეობრივი პროექტი იწყება, – ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი ავრცელებს.

ლელა გელაშვილის ინფორმაციით, პროექტი 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება. 

“პირველად საქართველოში და ისიც ხაშურის მუნიციპალიტეტში, სკოლამდელი განათლების მიმართულებით, იწყება ქართულ-იაპონური მოხალისეობრივი პროექტი, რომელიც გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას გულისხმობს”, – წერს გელაშვილი. 

მისი თქმით, აღსაზრდელებთან და მშობლებთან იაპონელი მოხალისეები იმუშავებენ. 

“ერთი მოხალისე ოკუპაციური თერაპევტი გახლავთ, რომელიც ჩვენს რეაბილიტაცია-აბილიტაციის ცენტრში 2 წლის განმავლობაში დაეხმარება სსსმ აღსაზრდელებს და მათ მშობლებს.  მეორე მოხალისე კი, საბავშვო ბაღის აღმზრდელია, რომელიც ქართველ აღმზრდელებთან ერთად იმუშავებს ჩვენი მუნიციპალიტეტის ბაღებში”, – ამბობს ლელა გელაშვილი. 

სრულად წაკითხვა