ხაშურის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით 60 წელს გადაცილებული კაცი დააკავეს.
“მოზაიკას” ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი მასწავლებელია და მოსწავლეები სამუსიკო სკოლაში საკუთარი მანქანით დაჰყავდა.
“ასე დაჰყავდა ბავშვები საკუთარი მანქანით. შემდეგ გავიგეთ, რომ ერთ გოგოს ხელი დაადო მუხლზე. ამ გოგომ ფოტო გადაიღო. საერთო ჩატში ჩააგდო და ასე გაიგეს მშობლებმა, რასაც მოჰყვა შემდეგ ეს ამბები“, – უთხრეს “მოზაიკას”.
სავარაუდო მსხვერპლი 16 წელს მიუღწეველი მოზარდია.
რაც შეეხება დაკავებულს, ის წლები ხაშურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ა(ა)იპ-ში მუშაობდა. როგორც დირექტორი ამბობს, მათ ფაქტის შესახებ საგამოძიებო სამსახურისგან გაიგეს.
“წერილით გვაცნობა საგამოძიებო უწყებამ მისი დაკავების შესახებ, დეტალები არ ვიცი, რა მოხდა. მრავალი წელია ასწავლის ეს ადამიანი სხვადასხვა სამუსიკო სკოლებში“, – ამბობს ააიპ-ის დირექტორი.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 841-ე მუხლით მიმდინარეობს.