"ხე­ლიც კი გა­მარ­ტყა" - ჟურნალისტს გიორგი შინჯიკაშვილის მამა ფიზიკურად გაუსწორდა

5 hours ago 2

"ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჟურ­ნა­ლის­ტი მა­რი­ამ მა­კა­სა­რაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც, ყო­ფი­ლი ვიცე გუ­ბერ­ნა­ტო­რის, გი­ორ­გი შინ­ჯი­კაშ­ვი­ლის მა­მამ სა­ხე­ში მუშ­ტი ჩა­არ­ტყა, კლი­ნი­კა­ში გა­დაჰ­ყავთ.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გან­მარ­ტე­ბით, მა­რი­ამ მა­კა­სა­რაშ­ვილს თა­ვი­სა და თვა­ლის არე­ში ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი, ასე­ვე წვა აღე­ნიშ­ნე­ბა.

"ბუ­ნებ­რი­ვია, მას­თან არ­სე­ბობ­და კი­თხვე­ბი და სწო­რედ ამ კი­თხვე­ბის და­სას­მე­ლად მო­ვე­დით მის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, სა­დაც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ გი­ორ­გი შინ­ჯი­კაშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი. ჩვენ გვქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია შინ­ჯი­კაშ­ვი­ლის მა­მას­თან და ინ­ტერ­ვიუ ჩავ­წე­რეთ. მა­მამ თქვა, რომ რამ­დე­ნი­მე წა­მის წინ გა­ი­გო ინ­ფორ­მა­ცია, რომ მის­მა შვილ­მა და­ტო­ვა თა­ნამ­დე­ბო­ბა. რო­დე­საც ჩვენ ვტო­ვებ­დით მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ას და ვი­ღებ­დით მა­სა­ლას, გი­ორ­გი შინ­ჯი­კაშ­ვი­ლის მამა მო­უ­ლოდ­ნე­ლად აგ­რე­სი­უ­ლი გახ­და ჩემი და ჩემი ოპე­რა­ტო­რის მი­მართ. ის ფი­ზი­კურ ან­გა­რიშს­წო­რე­ბა­ზე გა­და­ვი­და, თავ­და­პირ­ვე­ლად, ჩემს ოპე­რა­ტორს ტე­ლე­ვი­ზი­ის კუთ­ვნი­ლი აპა­რა­ტუ­რა, კა­მე­რა წა­არ­თვა, რომ­ლი­თაც ამ ინ­ტერ­ვი­უს ვი­ღებ­დით. ამის შემ­დეგ, რო­დე­საც და­მი­ნა­ხა, რომ ოპე­რა­ტო­რის გვერ­დით ვი­დე­ქი და ხელ­ში ჩემი კუთ­ვნი­ლი მო­ბი­ლუ­რი მე­ჭი­რა, ეს მო­ბი­ლუ­რიც გა­მო­მარ­თვა და გა­და­ვი­და ფი­ზი­კურ ან­გა­რიშს­წო­რე­ბა­ზე, გი­ორ­გი შინ­ჯი­კაშ­ვი­ლის მა­მამ ხე­ლიც კი გა­მარ­ტყა" - აცხა­დებს მა­რი­ამ მა­კა­სა­რაშ­ვი­ლი.

შეგახსენებთ, რომ ქვე­მო ქარ­თლში სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი შინ­ჯი­კაშ­ვი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ მან სო­ცი­ა­ლურ ქსელში "ფე­სბუქზე" დაწერა. რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გა­დად­გა.

სრულად წაკითხვა