სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირს მოუწოდებს საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარებისთვის მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენოს და თქვა:
ჩვენ ვიცით, რომ ეს ხელისუფლება რუსული მოდელისაა. უნდა ვიყოთ ძალიან მკაფიო და პრინციპულები, რომ წავიდნენ ხელახალი არჩევნებისკენ, თუ წავიდეთ იქით, სადაც იქნება ღრმა კრიზისი. თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენი ბერკეტები. ევროპა არის უდიდესი დონორი საქართველოსთვის. თქვენ უნდა იმოქმედოთ. თუ ევროპამ ვერ გამოიყენა 3,7 მილიონიან ქვეყანაზე თავისი ბერკეტები, მაშინ როგორ უნდა ჰქონდეს პრეტენზია, რომ მოერევა უფრო დიდ გიგანტებს. საქართველოში პოსტსაბჭოთა მმართველობის იმპორტი არ უნდა ხდებოდეს. საქართველო მოიგებს ამ ბრძოლაში.