ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს გადაწყვეტილება საკრებულოში დღეს მიიღეს. დეპუტატთაგან მხოლოდ სამი არ დაეთანხმა ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლას. მათ მიეკუთვნება: “ლელო-ძლიერი საქართველო”, “ევროსოციალისტების” – 1 , და ქართული ოცნების ასევე 1 დეპუტატი.
საკრებულოს დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა პარტიის- “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენელი.
გადაწყვეტილება ძალაში ხვალ დილიდანვე შევა და მოქალაქეები ტრანსპორტის გაძვირებული ტარიფით ისარგებლებენ. ქალაქშიდა მიმოსვლა ორმოცდაათი თეთრის ნაცვლად ოთხმოცი თეთრით, სოფლებში მიმოსვლა ერთი ლარის ნაცვლად, ერთი ლარითა და ორმოცდაათი თეთრით განისაზღვრა.

4 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·