WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

შვედეთის მემარცხენე-ცენტრისტული ოპოზიციური ბლოკი მცირე უპირატესობით ლიდერობს კვირას დანიშნული საპარლამენტო არჩევნების წინ - ამას აჩვენებს პარასკევს გამოქვეყნებული სამი გამოკითხვის შედეგები. ამ არჩევნებს ანალიტიკოსები აღიქვამენ ერთგვარ რეფერენდუმად მოქმედი, მემარჯვენე მთავრობის ულტრამემარჯვენე ძალებთან ალიანსის შესახებ - იუწყება სააგენტო Reuters-ი.

ულტრამემარჯვენე პარტიები ევროპის მასშტაბით ძლიერდებიან - პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის", რომელიც იმიგრაციის წინააღმდეგია და რუსეთთან უფრო ახლო კავშირს უჭერს მხარს, გაიმარჯვა გერმანიის ერთ-ერთი მხარის არჩევნებში, საფრანგეთში მარინ ლე პენი ლიდერობს გამოკითხვებში მომავალ წელს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე.

შვედეთში სოციალ-დემოკრატების ლიდერი, მაგდალენა ანდერსონი მცირე უპირატესობას ინარჩუნებს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დასაბრუნებლად - მას მერე, რაც ოთხი წლის განმავლობაში ოპოზიციურ ფრონტზე იყო. ამჟამად პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებს მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის, "ზომიერების" წარმომადგენელი, ულფ კრისერსონი.

გამოკითხვებით, შვედეთის მემარცხენე ორიენტაციის ოთხი პარტიის მხარდაჭერა ერთიანად წარმოადგენს ⁠49,3 პროცენტიდან 50,8 პროცენტს - რაც მათ 175-დან 180 მანდატამდე მისცემდა 349 ადგილიან პარლამენტში.

კოალიციური ხელისუფლების და მისი ულტრამემარჯვენე მოკავშირე პარტიის მხარდაჭერა მერყეობს 47,6 პროცენტიდან 49,0 პროცენტამდე - რაც წარმოადგენს პარლამენტში 169-დან 174-მდე მანდატის მიღების პერსპექტივას.

კრისტერსენის პირობებში შვედეთში შეიცვალა უწინ ცენტრალური მნიშვნელობის მქონე ლიბერალური პრინციპები, შემოღებულ იქნა მკაცრი ზომები იმიგრაციის წინააღმდეგ. კრისტერსონი ამბობს, რომ მისი ბლოკის გამარჯვების შემთხვევაში, ხელისუფლებას პირველად შეუერთდება პარტია "შვედეთის დემოკრატები" - რომელმაც ბოდიში მოიხადა წარსულში ნეო-ნაციზმთან კავშირების ქონის გამო.

ანდერსონის ბლოკმა - რომელიც საჯარო ხარჯების გაზრდის დაპირებით გამოდის - უმრავლესობა შეინარჩუნა მიმდინარე წელს გამოქვეყნებულ ყველა გამოკვლევაში.