“ხვდებით ხომ, ოპოზიციის გამარჯვება რომ ეღიარებინა ივანიშვილს, პრემიერად ისევ საკუთარ კაცს რომ დაგვისვამდა?” – გოჩა მირცხულავა

3 hours ago 3

ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა, ნიკა გილაურის ძმის, ირაკლი გილაურის – „საქართველოს კაპიტალის“ (Geo Capital) დირექტორის შესაძლო დასანქცირებას ეხმაურება და წერს:

ხვდებით ხომ, ოპოზიციის გამარჯვება რომ ეღიარებინა ივანიშვილს, პრემიერად ისევ საკუთარ კაცს რომ დაგვისვამდა? ვისი ხელით და მეშვეობით? როგორ და რატომ? და რამდენიმე დღის წინ რომ დავწერე 25 ადამიანია ქართული პოლიტიკიდან გასაშვები მეთქი – პირადშიც და ღიადაც მიწერდნენ – ჩამოთვალეო. აი, თქვენც რომ იცით და ტეხავს თქმა, ეგაა პრობლემა. დიახ, დღეს თუ რამეა დანაშაული, სწორედ ამ ფაქტის წაყრუება გახლავთ.

რა სისულელეა, არავის დასანქციერება არ მიხარია – არ ვარ მე ბოროტი ადამიანი, სხვისი ცუდი გამიხარდეს. უბრალოდ ყველამ ის უნდა მოიმკას რაც დათესა. გილაურები გასაგებია რომ საკუთარი დღის წესრიგით მოქმედებენ და მათთვის, როგორც ბიძინასთვის მთავარი ღმერთი ფულია. მაგრამ პოლიტიკოსმა რატომ უნდა გაუკეთო და აკადრო ეს ყველაფერი საკუთარ ხალხს?

უბრალოდ კითხვა მაქვს ასეთი, უდიდესი ინფორმაციის მატარებელი პოლიტიკოსები ან პოლიტიკოსებად წოდებული პირები რა პასუხისმგებლობას გრძნობენ დღეს ქართველი ხალხის და მათივე ამომრჩევლის წინაშე?

ის რაც ჩვენთვის – ბევრისთვის ნათელი იყო და ამაზე ღიად ვსაუბრობდით – გირჩი ჯაფარიძისთვის, ლაკა ხოშტარიასთვის, ნიკა მელიასთვის, ნიკა გვარამიასთვის იყო უცნობი?

ნურავინ იტყვის, რომ გავიმარჯვებდით და ბიძინას გადავაგდებდითო…. ცხადზე უცხადესი მთელს საარჩევნო პროცესში ის იყო, რომ ოპოზიცია ვერ ახერხებდა ან არ ახერხებდა საკუთარი მოქმედების ვექტორი გამარჯვებისკენ მიემართა. შედეგი მათი დამსახურება სულაც არ არის, ეს ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომელმაც ხმა მისცა ოპოზიციას.

ასევე ცხადია, რომ ამოცანა იყო სააკაშვილზე და ენმ-ზე შურისძიება (აქ ბევრი ინტერესი დაემთხვა ერთმანეთს – დაწყებული ივანიშვილის ინტერესიდან, დასრულებული იმ პოლიტიკური მერკანტილიზმით, რომელიც თვალსაჩინო იყო და არის).

ვის უპატაკა ნიკა მელიამ 26 ოქტომბერს ეგზიტპოლების გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში, რომ ოპოზიციაში ყველაზე მეტი ხმა აიღეს?

ძლივს რომ ამოვაგლიჯეთ პირიდან გილაურს არჩევნებზე აუგი, ნახეთ რომელი რიცხვია და მიხვდებით მისი დასპონსორებული პოსტების არსს.

და ახლა, საერთოდ ყველაფერი გვერდზე გადავდოთ და ისე ვიკითხოთ – ამ ადამიანებთან ერთად რატომ უნდა ვიყოთ ბრძოლის ველზე? ახლა იქცევიან კარგად? ჰო, ჯერ მხოლოდ იმიტომ რომ თავად გადარჩნენ… მერე ამოცანა იქნება ისევ თავზე დაგვაჯდნენ.

ჰო და ეგრე, სირაქლემას პოზა ტეხავს.. ძალიან…

სრულად წაკითხვა