რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ტორინოსა და ნაპოლის პირველი ნახევარი, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი 1:0-ს იგებს.
პირველი ტაიმის ერთადერთი გოლი შოტლანდიელმა სკოტ მაკტომინეიმ გაიტანა, რომელსაც საგოლე გადაცემა სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა მისცა, თანაც ზუსტად ისე, როგორც კვარას ეკადრება.
ხვიჩამ ბურთი საჯარიმოში რამდენიმე მცველის გარემოცვაში მიიღო, ყველა მათგანი ჩამოიშორა და სკოტი დასარტყმელად კარგ პოზიციაზე დატოვა, მაკტომინეიმ შანსი კარგად გამოიყენა და გუნდი დააწინაურა.
რაც შეეხება შეფასებას, კვარას 8.1 ქულა უწერია, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში უმაღლესი რეიტინგი გახლავთ.