“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ მატჩისწინა პრესკომფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:
"ხვიჩამ გუშინ ჩვენთან ერთად ივარჯიშა, დღეს კი თავს უფრო უკეთ გრძნობდა. ის მოვიდა და თქვა, რომ გუნდთან ერთად იქნება და სათამაშოდ მზადყოფნაც გამოთქვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის დაგვიბრუნდა” - ამბობს ანტონიო კონტე.