როგორც მოგეხსენებათ, იტალიის თასის 1/8 ფინალურ შეხვედრაში “ნაპოლი” რომის “ლაციოს” დაუპირისპირდება.
იტალიური გამოცემის Tuttonapoli-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად “პარტენოპეის” თავკაცი ანტიო კონტე მზად არის რომ ხვიჩა კვარაცხელია სხვა ლიდერებთან ერთად დაასვენოს და შემადგენლობა გადაახალისოს.
საგულისხმოა, რომ შეხვედრა 6 დეკემბერს, თბილისის დროით 00:00 საათზე შედგება.
ცნობისთვის, “ნაპოლიმ” 1/8 ფინალში “პალერმოს” სძლია.