კრისტიან ძაკარდო ის ადამიანი გახლავთ, რომელსაც საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიში ტრანსფერის გაჩარხვაში.
იტალიელმა აგენტმა სწორედ ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა და ასეთი კომენტარი გააკეთა:
ხვიჩა სერიოზული ბიჭია და ნეაპოლი დღემდე უყვარს. დიდი იმედი მაქვს, რომ პარი სენ-ჟერმენი და ნაპოლი ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგაზე შეხვდებიან. ხვიჩა უნდა დაბრუნდეს ნეაპოლში და დამსახურებული აპლოდისმენტები მიიღოს.
- ამბობს ძაკარდო.
სხვათა შორის, კრისტიანი იმასაც ამბობს, რომ კვარასთან ერთად სხვა ქართველებსაც აკვირდება. ძაკარდომ მაგალითისთვის დავითაშვილის სახელი გამოარჩია, რომელმაც გასული სეზონი სენტ ეტიენში უმაღლეს დონეზე ჩაატარა.