საქართველოს ნაკრების და "სენტ-ეტიენის" შემტევმა ზურიკო დავითაშვილმა ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა.
ქართველმა მის ახლო მეგობარზე ხვიჩა კვარაცხელიაზე საინტერესოდ ისაუბრა:
"ის ჩემი ახლო მეგობარია, ჩემი ძმაა. ბრწყინვალე ფეხბურთელია. ვფიქრობ დიდ კლუბებში თამაშს იმსახურებს, როგორებიც არიან: მადრიდის "რეალი’’, "ბარსელონა’’, "მანჩესტერ იუნაიტედი’’, "ლივერპული’’, "პსჟ"... დიდი, დიდი გუნდები"
"ვნახოთ, რა მოხდება შემდეგ ზაფხულში, მაგრამ ვფიქრობ ლიგა 1 შესაძლოა მისთვის ძალიან კარგი იყოს: გახსნილი თამაში, შემტევი ფეხბურთი, უამრავი დუელი, სივრცეები... მის წინააღმდეგ ერთი-ერთზე თამაშისას მცველები უშანსოდ არიან", - თქვა ზურიკომ.