"ნაპოლის" შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, რაფაელე აურიემამ კომენტარი გააკეთა.
მისი აზრით, ქართველი ვინგერი რთულ მდგომარეობაშია და მან სასტარტო შემადგენლობაში არ უნდა ითამაშოს.
"თუ "ნაპოლის" უნდა, რომ ხვიჩას მაღალი ფასი შეინარჩუნოს, მან არ უნდა ითამაშოს, რადგან ბევრი თამაში მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ კვარა რთულ სიტუაციაშია.
"ის სასტარტო შემადგენლობაში არ უნდა იყოს. როცა გყავს ნერეში, სჯობს, მან ითამაშოს", - თქვა აურიემამ.