თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსის ჩამონგრევის დროს დატრიალებულ ტრაგედიას მწვავე შეფასებებით ეხმაურება ჟურნალისტი ვახო სანაია:
“ხედავ, რომ ამხელა ბეტონი გადმოვარდნის პირასაა, მუდმივად გატყობინებენ, რომ თავში დაეცემა გამვლელებსა და მოვაჭრეებს. ფეხებზე იკიდებ. ეს ბეტონი ვარდება და ხოცავს ხალხს ქუჩაში. მანდ მთავრდება ყველაფერი და იწყება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. რამდენი დისკუსიაც არ უნდა ცადონ და შემოაგდონ სხვადასხვა კუთხით, კამათს აზრი არა აქვს და არც საჭიროა.
საკამათო თემად გადაქცევა სურთ და მიმართულებებს ცვლიან.
ხილული სიკვდილი ეკიდა ხალხის თავზე და საკამათო არაფერია. ყველაფერი ცხადია. დანაშაული აშკარაა, მტკიცებულება – წყალგაუმტარი. ფირზეა აღბეჭდილი“, – წერს ვახო სანაია ფეისბუქის პირად გვერდზე.