ხმა მიეცით გიორგი ფოცხიშვილს

ტექსტის ზომა 100%
ხმა მიეცით გიორგი ფოცხიშვილს
WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

კითხვის დრო: 2 წთ.

ხმა მიეცით გიორგი ფოცხიშვილსნიდერლანდების ეროვნული ბალეტის მთავარი სოლისტი, ქართველი მოცეკვავე გიორგი ფოცხიშვილი საერთაშორისო საცეკვაო ჟურნალის “Dance Europe” ყოველწლიური გამოკითხვის – „წლის მოცეკვავის“ – ექვს ნომინანტს შორისაა. ქართველი ბალერონი რჩეულად ბალეტში „ბაიადერა“ სოლორის როლის შესრულებისთვის დასახელდა.

გიორგი ფოცხიშვილთან ერთად ნომინაციაში “წლის მოცეკვავე”  წარდგენილნი არიან  ალინა კოჯოკარუ, მარიანელა ნუნიესი, ჯოვანი როტოლო, ოსიელ გონეო და უილიამ ბრეისველი. გამარჯვებულს მაყურებლისა და ჟურნალის მკითხველების ხმებით გამოავლენენ. ხმის მიცემა 31 ოქტომბრამდეა შესაძლებელი.

გელა ფოცხიშვილი, ქორეოგრაფი:

“გიორგი ფოცხიშვილს ევროპის საუკეთესო მოცეკვავის ტიტულამდე თქვენი ერთი ხმა აშორებს! ხმის მიცემა ძალიან მარტივია – გადადი ბმულზე  
I Vote For Giorgi Potskhishvili – შემდეგ მიაწერ შენს გვარს და სახელს.
ქართველი ვარსკვლავი გიორგი ფოცხიშვილი ნომინირებულია Dance Europe-ის პრიზზე — ევროპის საუკეთესო მოცეკვავე!
გავერთიანდეთ საქართველოს სახელით! თქვენი ერთი ხმა გიორგის გამარჯვებისკენ გადადგმული ნაბიჯია!
ხმის მიცემა ძალიან მარტივია! გაგზავნეთ ტექსტი:
“I vote for Giorgi Potskhishvili”
Email: [email protected]
WhatsApp: +44 7981 945320
იჩქარეთ! ხმის მიცემის ბოლო ვადაა 2026 წლის 31 ოქტომბრამდე!
ერთად ვაქციოთ ქართველი მოცეკვავის წარმატება საქართველოს გამარჯვებად! გააზიარეთ და მიეცით ხმა გიორგის!”

Artinfo.ge

სრულად წაკითხვა
📢 თქვენი რეკლამის ადგილი
განათავსეთ ბანერი და მოიზიდეთ ათასობით მომხმარებელი
✈️ Telegram: @WeboGeorgeIDS