“ხმა მივეცით ევროპულ მომავალს!” – ღარიბაშვილის ბოლო განცხადება

2 weeks ago 12

7

დღეს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილი პრემიერი და ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი ოცნების დატოვებას გეგმავს,

ღარიბაშვილს კომენტარი არ გაუკეთებია, სოციალურ ქსელში, მის ოფიციალურ გვერდზე, ბოლო ტექსტური განცხადება 25 ოქტომბერს გავრცელდა, სადაც წერდა, რომ ხმა მისვა ევროპულ მომავალს. სად წავა მისი ის ხმა, რომელიც ევროპულ მომავალს მისცა, იმედია, თავად იტყვის მალე.

ირაკლი ღარიბვაშვილის 26 ოქტომბრის განცხადება:

ხმა მივეცით მშვიდობას, ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, კეთილდღეობას და ევროპულ მომავალს!

დღეს, თითოეული მოქალაქის ხმა განსაზღვრავს ქვეყანაში იქნება მშვიდობა, თუ ომი.

დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ხმას მისცემს მშვიდობას, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, სტაბილურობას და ღირსეულ ევროპულ მომავალს.

რადიკალურ ოპოზიციას და აგენტურას კი ვურჩევდი, წინასწარ შეეგუონ მორიგ დამარცხებას, ომის და ბოროტების დამარცხებას და შეეგუონ ჩვენს მორიგ გამარჯვებას – მშვიდობისა და სიკეთის გამარჯვებას!

სრულად წაკითხვა