თავისუფლების მეტროში სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის სიტუაცია დაიძაბა – ადგილზე შეკრებილები მოითხოვენ, რომ პოლიციელებმა ადამიანების უკანონოდ ჩხრეკა შეწყვიტონ.
მოქალაქეები სამართალდამცველების მიმართ სკანდირებენ – “მონებო, რუსებო”.
საყურადღებოა, რომ როგორც ადგილიდან “ტვ პირველის” კორესპონდენტი იტყობინება, პოლიციელების უმეტესობას სამხრე კამერები არათუ ჩართული აქვთ, არამედ არც კი უკეთიათ.
მეტროში იმყოფებიან იურისტებიც, რომლებიც მოქალაქეების ჩხრეკის პროცესს ესწრებიან და მათ დახმარებას უწევენ.