ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

3 days ago 4

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე – ასე ეხმაურება პარტია „დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან 20 ივნისის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას.

ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ 20 ივნისის საქმეზე მიღებული ეს გადაწყვეტილება, დაზარალებულების გაუტეხელობის დიდი დამსახურებაა

ხოშტარიას თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილება, გარდა 20 ივნისისა, არის დიდი იარაღი დღევანდელი ბრძოლისთვის.

მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ – წერს წერილში პატიმარი პოლიტიკოსი.

ცნობილია სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე
სტრასბურგი: ე.წ. გავრილოვის ღამის მოქალაქეების მიმართ დაირღვა წამების მუხლი ეფექტიანი გამოძიების ნაწილში
სტრასბურგი გავრილოვის ღამეზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენას და დასჯას ითხოვს
სამართალს ვერ გაექცევი, ამის ყოველთვის მჯეროდა და ეხლაც მჯერა. მახსოვს ყველა “ქოცის”, ყველა პროპაგანდისტის ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, უტიფრობა, “გაპრავება”, დაჭერები, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე როგორ იზეიმა სიმართლემ სტრასბურგის სასამართლოში.
20 ივნისის საქმეზე მიღებული ეს გადაწყვეტილება, დაზარალებულების გაუტეხელობის დიდი დამსახურებაა. რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა ეკუთვნის საიას და ყველა იურისტს, ვინც ამ საქმეზე იმუშავა.
გარდა 20 ივნისისა, ეს გადაწყვეტილება არის დიდი იარაღი დღევანდელი ბრძოლისთვის – სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე. ეს არის ძლიერი საერთაშორისო პოლიტიკური იარაღი, რომელსაც, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ, მათ შორის, ქიმიური იარაღის საქმეში.
ბოლომდე!
რუსთავის ქალთა ციხე
12/12/2025

სრულად წაკითხვა