ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაყენებული შუამდგომლობა მოსამართლე თამარ მახარობლიძემ არ დააკმაყოფილა. როგორც დღეს ე.წ. საბოტაჟის საქმის პროცესის დასრულების შემდეგ, კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა ნიკა გვარამიამ აღნიშნა, ხოშტარიასთვის სათანადო სამედიცინო დახმარების მოთხოვნით, საპროტესტო აქციები დაიწყება. სასამართლო პროცესზე დააყენეს შუამდგომლობა, მოსამართლე დაინტერესებულიყო ხოშტარიას მდგომარეობით: “მოსამართლეს აქვს პოზიტიური ვალდებულება, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელს, რომელიც უფლებას უნდა იცავდეს ბრალდებულისას არამხოლოდ მის გასამართლებას ისმენდეს, რომ შეამოწმოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც კი ეჭვი აღიძრება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესი და შეუძლებელია მისი გამოსწორება სათანადო მკურნალობის გარეშე. ამაში გვინდოდა მოსამართლის ჩარევა. დღევანდელი სხდომის გადადებასაც კი არ ვითხოვდით. უმოქმედობა სრული პენიტენციური დაწესებულების მხრიდან, გაგრძელდა მოსამართლის უმოქმედობით…არა მაქვს არანაირი წინაპირობა, რომ ეს უფლებამოსილება განახორციელოო. მინიმუმ, შეკითხვის დასმა და წერილის გაგზავნაც კი დაეზარა.პროკურატურის პოზიცია იყო, რომ ისინი შეშფოთებული არიან, თუმცა მათთვის პასუხი, რომელიც პენიტენციურმა გასცა, საკმარისია…უნდა ველოდოთ [საპროტესტო აქციებს].
ვიღაცამ თქვა, წავიკითხე, პრეზიდენტთან მისვლას აპირებენ შეწყალებისთვისო. ეს ისეთი აბსურდია, რომ იმის იქით არაფერი არ არის. ჯერ ელენეს პოზიციაა ცნობილი და მერე ჩვენიც. არამ გამორიცხულია. ეს იქნება საპროტესტო აქციები, რომლის მიზანიც იქნება იმდენად მძიმე დისკომფორტის შექმნა ამ კომპეტენტური ორგანოებისთვის, რომ ვაიძულოთ ისინი მიიღონ კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები.” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

11 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·